loading

ენერგეტიკის მართვის სისტემები (Energy management systems)

ISO 50001 ,,ენერგეტიკის მართვის სისტემები – მოთხოვნები და გამოყენების წესები” განსაზღვრავს ენერგეტიკის მართვის სისტემის შექმნის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მოთხოვნებს. ასეთი სისტემა საშუალებას აძლევს ბიზნესს ჰქონდეს სისტემატიზებული მიდგომა მუდმივად გააუმჯობესოს ენერგეტიკული ეფექტიანობა ენერგიის უფრო ეფექტიანი და მდგრადი გამოყენების თვალსაზრისით, მიუხედავად ენერგიის წყაროს სახეობისა.

ISO 50001 გამოიყენება ყველა იმ ფაქტორის მიმართ, რომელიც განსაზღვრავს ენერგეტიკის აქტივობების შედეგიანობას და, რომელზეც კომპანიას შეუძლია გავლენა მოახდინოს. სტანდარტის სტრუქტურა შეესაბამება სხვა სისტემურ სტანდარტებს, როგორიცაა ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემები) და ISO 14001 (გარემოს მართვის სისტემები), ამიტომ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებლად ან შეიძლება ინტეგრირებული იყოს სხვა სისტემებთან.

სტანდარტი გამოიყენება ქიმიურ, ფარმაცევტულ, ელექტრონიკის, საინჟინრო, მეტალურგიულ, საფეიქრო, ქაღალდის, კვების წარმოებაში, ბიზნეს-მომსახურების შეფასებისას, ESCO (ენერგო სერვისის კომპანია) მომსახურების, საჯარო ადმინისტრირების, საცალო ვაჭრობის, სავაჭრო ასოციაციების საქმიანობის და, ზოგადად, ნებისმიერი ბიზნესის მიმართ, რომელსაც სურს დაადასტუროს შესაბამისობა ენერგეტიკულ პოლიტიკასთან, ენერგეტიკული პოლიტიკის მართვის მესამე მხარის მიერ სერტიფიცირების მეშვეობით.

ენერგეტიკული მართვის სისტემის სერტიფიცირება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ რამდენიმე სარგებელი, მათ შორის:
• ენერგიის მოხმარების ანალიზისათვის აუცილებელი პროცესების განხორციელება;
• სამომავლო გეგმების გააქტიურება;
• ამოცანებისა და შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით;
• ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
• ბრენდის რეპუტაციისა და იმიჯის გაუმჯობესება;
• აქციონერების, მომხმარებლებისა და თანამშრომლებისათვის იმის ჩვენება, რომ კომპანია ზრუნავს ენერგიის მოხმარებისა და წვის აირების გამონაბოლქვის (GHG) შემცირებაზე.

ISO 50001 სერტიფიცირების მიღება, წარმოადგენს იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ ბიზნესი ფოკუსირებულია გარემოს ზემოქმედების შედეგებზე, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა კონკურენტებთან შედაგრებით. ასეთი სერტიფიცირება ქმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს და ეხმარება კომპანიას უკეთ ემსახუროს არსებული კლიენტებისა და მომწოდებლების საჭიროებებს.